«ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლის, ჰატია დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე პარტნიორებმა ხელისუფლების ქმედებებს მკაცრი შეფასება მისცეს:» ითქვა, რომ თუ «ქართული ოცნება» გააგრძელებს რუსეთის გავლენის გააქტიურებას, საქართველო გახდება შემდეგი ბელარუსი», — განაცხადა დეკანოიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობასთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურმაც განაცხადა.
როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, სწორედ ხელისუფლების მოწვევით არის მისია საქართველოში.
«ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ ამ პროცესში და, რა თქმა უნდა, ვუპასუხეთ იმ კითხვებს, რომელიც მათ ჰქონდათ არჩევნებთან და ზოგადად პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით», — განაცხადა ბოჭორიშვილმა.