კანონპროექტის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და საქართველოს საკანონმდებლო ბიულეტენის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ, კანონი ძალაში შევა.
ახალი კანონპროექტი დაახლოებით ათას მსჯავრდებულს გაათავისუფლებს. მათ შორის, ვისაც ამნისტია მიენიჭა, არიან როგორც დანაშაულისთვის მსჯავრდებულები, ასევე ისინი, ვინც დამნაშავედ ცნეს დამალვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო.