«ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი ნაბიჯები კონტრპროდუქტიულია. წინასაარჩევნო პერიოდში სანქციების ერთადერთი მიზანი შეიძლება არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამომრჩევლის რეაქცია ასეთ ნაბიჯებზე ძალიან მკაფიო იქნება — ისინი სამუდამოდ დატოვებენ წარსულში «ნაციონალური მოძრაობის» რეჟიმს, რეჟიმს, რომელმაც ქვეყანას ომი, ნგრევა, საქმიანი რეკეტი, წამება და მკვლელობა მოუტანა», — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სანქციებს არასერიოზულად მიიჩნევს
