ჭუბერის მოსახლეობამ ზუგდიდი-მესტია-ჭუბერი-ხაიშის გზის მონაკვეთი გადაკეტა. მათივე ინფორმაციით, სოფლამდე მისასვლელი გზები და ხიდები იმდენად გატეხილია, რომ შეუძლებელია მსუბუქი ავტომობილების გავლაც კი. ამავე მიზეზით, ტურისტები ჭუბერს ვერ ეწვევიან.
თანასოფლელების თქმით, მათ წინასაარჩევნოდ გზის აღდგენას არაერთხელ დაჰპირდნენ, თუმცა საბოლოოდ არაფერი გამოუვიდათ. მოსახლეობამ მერთან შეხვედრა ვერ მოახერხა და იძულებული გახდა უკიდურესი ზომები მიეღო.
მათივე ინფორმაციით, მათ გზა გადაკეტეს, რათა ხელისუფლების ყურადღება მიიქციონ.