მთავრობის განმარტებით, დღეს საქართველოში არ არსებობს ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო კოსმეტიკურ პროდუქტებთან მიმართებაში.
ახალი რეგულაციების თანახმად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად ბაზარზე საქონლის განთავსების წესები და რეგულაციები შეიქმნება. ასევე დაინიშნებიან პასუხისმგებელი პირები, ესენი არიან მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და ეკონომიკური ოპერატორები.
ეს რეგულაცია არ ვრცელდება ადამიანის ორგანიზმში ინჰალაციის, ინექციისა და იმპლანტაციის ნივთიერებებზე ან ნარევებზე, განმარტავს მთავრობის გეგმა.