ზუგდიდში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ტყუპი ბავშვები დაიღუპნენ
ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. 6 წლამდე ორი ტყუპი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კიდევ ორი ბავშვი მეხანძრეებმა გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, იყვნენ თუ არა მოზარდები სახლში ხანძრის დროს. შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.