ქუთაისში, პარლამენტის მიტოვებულ შენობაში ტექნოლოგიური ცენტრი გაიხსნება
ამას საქართველოს მთავრობა 2025 წლისთვის გეგმავს. განკარგულება, რომლის მიხედვითაც ორ წელიწადში ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს, 1 აგვისტოს გამოიცა.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალ ცენტრს ექნება ინტერაქტიული მეცნიერების მუზეუმი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარების მონაცემთა ცენტრი და ა.შ.
ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ამბიციური პროექტი იყო. Z
ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა 2018 წლიდან არ ფუნქციონირებს. ექვსსართულიანი შენობა მინის გუმბათით ბიუჯეტს 326 მილიონი ლარი დაუჯდა, იმ წლების გაცვლითი კურსით დაახლოებით 110 მილიონი დოლარი და 2012 წელს გაიხსნა.
გასული წლის დეკემბერში საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შენობის გადაცემა დაგეგმილი იყო ისრაელის კომპანია IT hub-ისთვის.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პროექტის საერთაშორისო პარტნიორი.