ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა და პლეიოფის საგზური მოიპოვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი მომდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი სლოვენიასთან გამართა. ჯგუფიდან სამი გუნდი გადიოდა და მესამე გამსვლელი ადგილისთვის სწორედ სლოვენია და საქართველო იბრძოდნენ.

ქართველებმა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარეს და 22:11 გაიმარჯვეს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო – 8:8. მესამე პერიოდი კი ჩვენმა გუნდმა 6:2 მოიგო და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა.

მეორე ეტაპზე შეიქმნება ორი ჯგუფი, საიდანაც გასული ოთხი საუკეთესო ნახევარფინალურ წყვილებს შექმნის. საქართველოს ნაკრები უახლოეს მატჩს 17 იანვარს იტალიის წინააღმდეგ გამართავს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეაფასეთ ტექსტი
SituationGeorgia
კომენტარის დამატება

;-) :| :x :twisted: :smile: :shock: :sad: :roll: :razz: :oops: :o :mrgreen: :lol: :idea: :grin: :evil: :cry: :cool: :arrow: :???: :?: :!:

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა და პლეიოფის საგზური მოიპოვა
ე. წ. იმიტირებული კენჭისყრა საქართველოში დღეს გაიმართება