ეს ინიციატივა «მოქალაქეთა პარტიის» (კოალიცია «ძლიერი საქართველო») ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.
«ჩვენ მზად ვართ კომპრომისებისთვის», — განაცხადა მან ტელეკომპანია «პირველის» ეთერში. — იდეალური ვარიანტია ექვს დიდ ქალაქში ერთი კანდიდატის წამოყენება და დანარჩენებში ბოიკოტის გამოცხადება. სალომე ზურაბიშვილი თბილისისთვის უდავო ლიდერია და ჩვენ მზად ვართ მის გარშემო აქციისთვის. დროა, ემოციებს თავი დავანებოთ და გამარჯვებულ სტრატეგიაზე გავამახვილოთ ყურადღება.»