«სექტორი სტაბილურ ზრდას აჩვენებს და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი რჩება. ამავე დროს, გლობალურად მცირდება ვენახის ფართობები და ღვინის მოხმარება, მაშინ როდესაც საქართველოში ეს მაჩვენებლები იზრდება», — განაცხადა ნათია თურნავამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაში.