საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების ახალი მინისტრი წარადგინა

ის ალექსანდრე წულაძე გახდა, რომელიც მანამდე განათლების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. წულაძე 40 წლისაა, პროფესიით იურისტია.

«ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო თქვენი გუნდის წევრი, კოლეგა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს გაწეული საქმიანობისა და ყველა იმ რეფორმისთვის, რომელიც მან განახორციელა. იმედი მაქვს, რომ ამ რეფორმების წარმატებით განხორციელებას გავაგრძელებთ», — განაცხადა წულაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების წინა მინისტრი, გიორგი ამილახვარი, ცოტა ხნის წინ, წელიწადნახევრის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა და ბიზნესში დაბრუნება გადაწყვიტა. მისი თქმით, ის » პოლიტიკაში იმედგაცრუებული იყო.»

შეაფასეთ ტექსტი
SituationGeorgia
კომენტარის დამატება

;-) :| :x :twisted: :smile: :shock: :sad: :roll: :razz: :oops: :o :mrgreen: :lol: :idea: :grin: :evil: :cry: :cool: :arrow: :???: :?: :!:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების ახალი მინისტრი წარადგინა
უნდა იყოს თუ არა საქართველოში გარეული?!