ისრაელში გასულ საღამოს მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა შორის საქართველოს მოქალაქეა

ეს დაადასტურა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საქართველოს საკონსულო პასუხისმგებელია ცხედრის სამშობლოში გადმოყვანაზე.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თავდასხმა თელ-ავივის სამხრეთით მოხდა. იმ მომენტში, როდესაც ირანის მასიური შეტევა დაიწყო ისრაელზე, იაფას სამხრეთ გარეუბანში ორმა ბოევიკმა ცეცხლი გახსნა იმ ადამიანებზე, რომლებიც ტრამვაის ლიანდაგების გვერდით იყვნენ. შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

შეაფასეთ ტექსტი
SituationGeorgia
კომენტარის დამატება

;-) :| :x :twisted: :smile: :shock: :sad: :roll: :razz: :oops: :o :mrgreen: :lol: :idea: :grin: :evil: :cry: :cool: :arrow: :???: :?: :!: