«ახალი ტელესკოპის, შესაბამისი აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის წყალობით, აბასთუმნის ობსერვატორიას მაღალი დონის კონფერენციებისა და სიმპოზიუმების გამართვა შეეძლება. მოხარული ვართ, მონაწილეობა მივიღოთ პროექტში, რომელიც ობსერვატორიას ასტროფიზიკური მეცნიერების მსოფლიო ცენტრად აქცევს», — განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ.
მან აღნიშნა, რომ ობსერვატორიის ტერიტორია სრულად არის უზრუნველყოფილი ყველაფრით, რათა სამეცნიერო ან კვლევითი საქმიანობა დამოუკიდებლად განვითარდეს იქ.
საერთო ჯამში, პროექტზე 8.6 მილიონი ლარი (3.2 მილიონი დოლარი) დაიხარჯა, რომლის ნაწილიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, ნაწილი კი მსოფლიო ბანკიდან ისესხა.