
PAP აგრძელებს სხვადასხვა საარჩევნო უბნებთან დაკავშირებული ახალი ჩანაწერების გაკეთებას და უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს შესაბამის განახლებებს, თქვა პარტიის სპიკერმა ივეტა ტონოიანმა.
“რამდენიმე საათის წინ განვაცხადე, რომ პარტია “აყვავებული სომხეთი” ხმების გადათვლის პროცესს არაერთ საარჩევნო უბანზე შეუდგა.՝
27/7 საარჩევნო უბანზე კომისიის ოქმის თანახმად, პარტია “აყვავებული სომხეთი” 77 ხმას იღებდა, ხოლო ცესკოს ვებგვერდზე 1 ხმა იყო მითითებული.
12/20 საარჩევნო უბანზე არსებული ოქმის თანახმად, PAP-ს ხმა 26-მა ამომრჩეველმა მისცა, ცესკოს ვებგვერდზე კი 1 ხმა არის მითითებული.
27/26 საარჩევნო უბანზე ოქმის თანახმად, PAP – მა მიიღო 19 ხმა, ხოლო ცესკოს ვებგვერდზე-3 ხმა.
37/53 საარჩევნო უბანზე ოქმის თანახმად, PAP – მა მიიღო 7 ხმა, ცესკოს ვებგვერდზე -4 ხმა.

