დეპუტატები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის მე-7 სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საზაფხულო სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებს. კომისიის წევრებმა საკლასო ოთახები დაათვალიერეს და პედაგოგებს გაესაუბრნენ.
გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა ქალთა და ბავშვთა საბჭოსა და ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული დოკუმენტები და ქალებისა და ბავშვების პრობლემების მოგვარების შესაძლო ერთობლივი ღონისძიებები.
«ასეთი ვიზიტების მიზანია ადგილზე სიტუაციის შესწავლა. ჩვენი პრიორიტეტია ბავშვთა უფლებების დაცვა, ქალთა პოლიტიკური როლის გაძლიერება და დემოგრაფიული საკითხების მოგვარება», — განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.