8-დან 11 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.
- ძლიერი ნალექი-წვიმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, თოვლი მთიან რაიონებში;
- ძლიერი ქარი-განსაკუთრებით ინტენსიური სანაპირო ზონებში;
შტორმი ზღვაზე-მღელვარება 4-5 ქულას მიაღწევს.
ამინდის გაუარესება საკუთარ რისკებს ატარებს:
მდინარეებში წყლის დონის მატება;
ზვავსაშიშროების ალბათობა მაღალმთიანეთში;
მეწყრული პროცესების გააქტიურება (საშუალო საფრთხის დონე).
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ და თვალი ადევნონ ამინდის პროგნოზის განახლებებს.