Korean Air–მა ინჩეონი–თბილისი-ინჩეონის მარშრუტზე სეზონური ჩარტერული რეისების განახლების შესახებ განაცხადა. ფრენები დაგეგმილია:
- 11 და 25 მაისი
- 8 და 22 ივნისი
- 6 ივლისი
ეს არ არის გადამზიდავის პირველი გამოცდილება საქართველოში: 2024 წელს Korean Air–მა უკვე შეასრულა მსგავსი ჩარტერები, ხოლო 2018-2019 წლებში ის ასრულებდა რეგულარულ სეზონურ ფრენებს სეულ–თბილისი-სეულის მიმართულებით.
ფრენების განახლება ორ ქვეყანას შორის ტურისტულ და ბიზნეს კავშირებს გააძლიერებს.