საქართველოს დედაქალაქიდან იტალიის ქალაქების მიმართულებით პირდაპირ რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს. თბილისი-ფორლის რეისზე თვითმფრინავები ფრენას 24 აპრილიდან ხუთშაბათს დაიწყებენ. თბილისიდან რომის მიმართულებით ფრენები ორ დღეში — 26 აპრილს დაიწყება და კვირაში ორჯერ — ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ავიაკომპანია ზაფხულის სეზონისთვის პარიზისა და ნიცას მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს. რეისები ვენაში, ამსტერდამში, ბერლინსა და ლარნაკაში ჩვეულ რეჟიმში შესრულდება.