მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ქართული ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 214.5 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს 11% — ით მეტია გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით.
ღვინის განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, ღვინო 73,6 მილიონი ლიტრის ოდენობით მსოფლიოს 68 ქვეყანაში იქნა ექსპორტირებული. ექსპორტის მოცულობა გასულ წელთან შედარებით 9% — ით გაიზარდა.
ექსპორტი პოლონეთში, გერმანიაში, აშშ-ში, ლიტვაში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში დაფიქსირდა.