a836db004a02d04fdd0a2cdd63b6013217fee06957b60f1c20bc6bc35c239c96fcbb7ba8385d7841f0d7e379ccff5f5a58aaf6d0bbb78fe215324abb166bf167370e42f0bc484cd2e23192654b455037
EastFruit-ის ანალიტიკური პლატფორმის მონაცემებით, 2019-2023 წლებში მოცვის ექსპორტი ქვეყნიდან 55% — ით გაიზარდა. ეს არის დაახლოებით 700 ტონა წელიწადში. მხოლოდ 2023 წელს ის 2.5-ჯერ გაიზარდა.
ასეთი მონაცემების წყალობით, საქართველო მოცვის ტოპ 20 გლობალურ ექსპორტიორში შევიდა. აქ მან გვერდი აუარა იტალიას, ახალ ზელანდიას, ავსტრალიასა და ჩინეთს.
თუ მიმდინარე წლის მონაცემებზე ვისაუბრებთ, მხოლოდ 1 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 3.7 ათასი ტონა მოცვი. ეს 2.9-ჯერ მეტია, ვიდრე 2023 წელს.
