მან აღნიშნა, რომ განსახლების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა: საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფილი ოჯახების საერთო რაოდენობამ 35 ათასს გადააჭარბა.
«თბილისში აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა, ქუთაისში ბოლო ეტაპზე ვართ და ძალიან მალე ბინები ოჯახებს გადაეცემათ. ეს ასევე ეხება ბორჯომსა და რუსთავს. ზუგდიდში სახლების მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება», — დასძინა მინისტრმა.
საქართველოში 290 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული, რაც 92 ათასი ოჯახია.
