წლის პირველ ნახევარში საქართველოს ჩინეთის 32,853 მოქალაქე ეწვია. იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოქალაქეებიც აქტიურად სტუმრობენ საქართველოს, ჩინეთი მე-11 ადგილზეა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა დაინტერესებულია ჩინეთთან პირდაპირი ფრენებისა და მიმართულებების დივერსიფიკაციით, რაც გაზრდის ამ ქვეყნის ტურისტულ ნაკადებს.
