საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით 58 ადგილობრივი და 38 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა

საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებელთა სიაში სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის, დასავლეთის საელჩოებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

შედარებისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 89 ადგილობრივი ორგანიზაცია და 20 საერთაშორისო დარეგისტრირდა.

თუმცა, ვინაიდან ადგილობრივი დამკვირვებლების რეგისტრაცია 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლების-22 ოქტომბრამდე, დიდი ალბათობაა, რომ წელს დამკვირვებელთა რეკორდული რაოდენობა იქნება.

შეაფასეთ ტექსტი
SituationGeorgia
კომენტარის დამატება

;-) :| :x :twisted: :smile: :shock: :sad: :roll: :razz: :oops: :o :mrgreen: :lol: :idea: :grin: :evil: :cry: :cool: :arrow: :???: :?: :!:

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით 58 ადგილობრივი და 38 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა
გარეტ უორდი, რომელიც ადრე მუშაობდა რუსეთსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, უხელმძღვანელებს ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში, შეცვლის მარკ კლეიტონს, რომელიც ამ პოსტს 2020 წლიდან იკავებს