ეს შესაძლებელია ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიის წყალობით. ის პირველად იქნება გამოყენებული ეროვნულ მასშტაბზე.
«2018 წლიდან დღემდე ჩატარდა 8 საპილოტე პროექტი, რომლის ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინასწარი მონაცემები 21:00 საათიდან ცხრის ნახევრამდე გამოჩნდება», — განუცხადა BMG media platform-ს გიორგი კალანდარიშვილმა.
ხმის დათვლის მანქანა ამობეჭდავს წინასწარ მონაცემებს და ამის შემდეგ ყველა უფლებამოსილი პირი მიიღებს ქვითრის მსგავს დოკუმენტს.