ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რამაზ ბეგელური ცხინვალის ციხიდან 5 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

მამაკაცი 40 წლისაა, ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობს. ბეგელურის ნათესავის თქმით, ის ძმის საფლავს სასაფლაოზე წმენდდა, როდესაც ის რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ეს მოხდა აპრილის ბოლოს, აღდგომის წინ.

მამაკაცი მანამდე ოთხჯერ იყო უკანონოდ დაპატიმრებული.

20 ივლისს ცხინვალში გაიმართა სასამართლო, სადაც ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით რამაზ ბეგელურს 8 თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ახლობლები ირწმუნებიან, რომ მამაკაცს ეპილეფსია აქვს. ამჟამად უცნობია, რა მდგომარეობაშია მისი მდგომარეობა.

შეაფასეთ ტექსტი
SituationGeorgia
კომენტარის დამატება

;-) :| :x :twisted: :smile: :shock: :sad: :roll: :razz: :oops: :o :mrgreen: :lol: :idea: :grin: :evil: :cry: :cool: :arrow: :???: :?: :!:

ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას 3 სექტემბერს დაიწყებს