გაიზარდა ჯარიმები საზღვაო დაბინძურებისთვის. ახლა 65 ათასის ნაცვლად 100 ათასი ლარის გადახდა მოგიწევთ.
უკანონო თევზაობისა და მასში ტოქსიკური ნივთიერებებისა და ელექტროენერგიის გამოყენების გამო სასჯელი გამკაცრდა: ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს ჰონგ-კონგში უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ.
ასევე, დღეს ძალაში შედის საქართველოსა და ესპანეთს შორის შეთანხმება მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ.