17 სექტემბერს მმართველმა პარტია «ქართულმა ოცნებამ» პარლამენტში ხმათა უმრავლესობით ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო და პრეზიდენტს ხელმოწერისთვის გადაუგზავნა.
კანონის ხელმოწერისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღება მმართველი პარტიის ინიციატივით საპარლამენტო არჩევნებამდე «აშკარად ამომრჩევლის არაპირდაპირი მოსყიდვაა.»
«ამნისტია ჰუმანიტარული აქტია და, როგორც წესი, მიზანშეწონილია მისი გამოცხადება არჩევნების შემდეგ ან მათზე დიდი ხნით ადრე. მაგრამ პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ბევრი მსჯავრდებული და მათი ოჯახი ელოდება ამნისტიას და ხელი მოაწერა კანონს», — აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.