ამ კითხვაზე პასუხის პოვნა «საქსტატის»მონაცემების დათვალიერებით შეგიძლიათ. მათი მონაცემებით, საქართველოში სულ 3.69 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 1.26 მილიონი დედაქალაქში ცხოვრობს. გამოდის, რომ ქვეყნის მთელი მოსახლეობის ერთი მესამედი თბილისში ცხოვრობს. საერთო ჯამში, მოსახლეობის 61% ცხოვრობს ურბანულ დასახლებებში.
ხოლო თუ საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 64,6 ადამიანს კვადრატულ კილომეტრზე, მაშინ თბილისში ეს მაჩვენებელი შეადგენს 2,496 ადამიანს. მოსახლეობის ყველაზე დაბალი სიმჭიდროვე რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებშია-5.7 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე.