ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის მსოფლიო დღეს განახორციელებს. ცოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებაა ადამიანისა და ცხოველებისათვის. მაგრამ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამის შესახებ სააგენტოს შეტყობინებაშია ნათქვამი.
თბილისში უფასო ვაქცინაცია ჩატარდება ვაკის პარკში შადრევნის მახლობლად, დიდ დიღომში გუდვილისა და ვარკეთილის ცენტრალურ პარკში (მე-3 მიკრორაიონი, # 3ა). ბათუმში, 6 მაისს პარკში ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და სელიმ ჰიმშიაშვილის ქუჩიდან კოლონადზე ვაქცინაცია ჩატარდება. ღონისძიების დრო 11:00 საათიდან 16: 00 საათამდეა.
რეგიონებში უფასო ვაქცინაცია ჩატარდება კახეთში, ქვემო და შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ — ქვემო სვანეთში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიაში.
ცოფის მსოფლიო დღე დაარსდა 2007 წელს ცოფის წინააღმდეგ გლობალური ალიანსის (GABB) ინიციატივით და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მხარდაჭერით. საქართველო ამ დღეს 2013 წელს შეუერთდა.