საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის ნიშნად, ღამისთევის შემდეგ ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე ეროვნული დროშები ნახევრად ანძაზე დაეშვა
საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული მემორიალური აქციები დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყვავილების დაგებაში მიიღებენ მონაწილეობას.
