საქართველოში საწვავის მთავარ მიმწოდებლად რუსეთი რჩება
მხოლოდ 2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთმა საქართველოში 327,2 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი შემოიტანა. ეს კი ქვეყანაში საწვავის იმპორტის 52.8% — ს შეადგენს.
საერთო ჯამში, ქვეყანამ მიიღო 620,2 ათასი ტონა საწვავი რუსეთის ფედერაციისგან, რაც 11,9% — ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
საქართველომ ასევე შემოიტანა 84.7 ათასი ტონა საწვავი ბულგარეთიდან, 68.3 ათასი ტონა რუმინეთიდან, 56.4 ათასი ტონა აზერბაიჯანიდან და 33.2 ათასი ტონა ბელარუსიდან.
