და ისევ ნიტრატები…
საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა გამოკვლევისთვის ბოსტნეულისა და ხილის 150 ნიმუში აიღეს და შედეგები დამთრგუნველი იყო. მათ გამოავლინეს ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა. ბოსტნეული და ხილი ადგილობრივად იყო წარმოებული და იმპორტირებული სხვა ქვეყნებიდან. გამოკვლევამ ვერ აღმოაჩინა პესტიციდების ნარჩენები, ჭარბი ტყვია, კადმიუმი, სპილენძი, თუთია და რადიონუკლიდები, რაც კარგი ამბავია. იგივე არ შეიძლება ითქვას ნიტრატებზე. ამრიგად, კარტოფილის, კომბოსტოს, ჭარხლისა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების ზედმეტად გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა 13 შემთხვევაში.
ამასთან დაკავშირებით, სუბიექტებს, რომლებშიც ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვები პროდუქტებია აღმოჩენილი, დაევალებათ სურსათის უვნებლობის კოდექსის შესაბამისად შეწყვიტონ მათი რეალიზაცია და სურსათის ეროვნულ სააგენტოს აცნობონ გატარებული ღონისძიებების შესახებ
და ისევ ნიტრატები…
