რას ამბობს იუსტიციის მინისტრი ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე?

«სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა არა­ერ­თხელ აჩ­ვე­ნა, რომ ის არის მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლი და საფრ­თხე აა­რი­და თა­ვი­დან. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს გა­მო­ძი­ე­ბაც იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი», — ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, რატი ბრე­გა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

  • რო­გორც ბრე­გა­ძემ აღ­ნიშ­ნა, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმგვა­რად მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბას საფრ­თხე არ შე­ექ­მნას.

«ზო­გა­დად, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა არა­ერ­თხელ აჩ­ვე­ნა, რომ ის არის მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლი და საფრ­თხე აა­რი­და თა­ვი­დან. მათ შო­რის, ეს საქ­მეც მი­ე­კუთ­ვნე­ბა იმ საქ­მე­თა რი­ცხვს, რო­მელ­საც იძი­ებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს გა­მო­ძი­ე­ბაც იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს კი­თხვას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რა­ტომ არ ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბევ­რი დე­ტა­ლი ცნო­ბი­ლი, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­ო­ბას აქვს თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კა, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმგვა­რად მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბას საფრ­თხე არ შე­ექ­მნას“, — გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით და და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტებს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის მიზ­ნად, ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სუს­ტე­ბის ფონ­ზე, დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბას ისა­ხავს.

სუს-ში გა­მო­ძი­ე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად შეთ­ქმუ­ლე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 18-323-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 315-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

შეაფასეთ ტექსტი
SituationGeorgia
კომენტარის დამატება

;-) :| :x :twisted: :smile: :shock: :sad: :roll: :razz: :oops: :o :mrgreen: :lol: :idea: :grin: :evil: :cry: :cool: :arrow: :???: :?: :!: